იენს სტოლტენბერგის განცხადება


უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ კომპრომისზე წავა რუსეთთან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსი სამხედროების გასაძევებლად კიევს, შესაძლოა, დათმობებზე წასვლა მოუწიოს. როგორც ალიანსის ლიდერი ამბობს, ის არ მოუწოდებს უკრაინას დათმობაზე ახლავე წავიდეს, ამასთან იქვე აღნიშნავს, რომ მშვიდობა მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, არსებობს ისეთი ავტორიტარული ალიანსები, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ, რაშიც, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა იგულისხმა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან