იენს სტოლტენბერგის განცხადება

24.05.2022 00:43

„არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე ან გენოციდის არქიტექტორი“ - ჟურნალისტის ამ კითხვაზე საპასუხოდ, ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ეს საერთაშორისო სასამართლოს გადასაწყვეტია. იენს სტოლტენბერგმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ თურქეთის შეშფოთების საპასუხოდ, ალიანსი იპოვის გზებს ამ ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ს გაწევრიანების განაცხადით ოფიციალურად მიმართეს, თუმცა, მათ ალიანსში მიღებას თურქეთი ეწინააღმდეგება.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub