ზუგდიდში საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა თვითრეგულირების მექანიზმს მოაწერეს ხელი
ზუგდიდის ტექნოპარკში საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორის “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” წარმომადგენლები რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საქართველოს „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის“ მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ესაუბრნენ. მათი თქმით, აღნიშნული დეკლარაცია არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც 200-მდე ორგანიზაციის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წამომადგენლის ეკა დანელიას თქმით, დეკლარაციის მიზანია იმ უმთავრესი ღირებულებების წარმოჩენა, რასაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა ეფუძნება. „კარგი იქნება, თუ ჩვენი დაფინანსების საკითხი იქნება გამჭვირვალე, უნდა ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას, თუ საიდან მოდის და რაში იხარჯება თანხები, რომელთაც დონორი ორგანიზაციები გასცემენ. ეს ერთგვარად რუსულ პროპაგანდასაც დაუპირისპირდება", - აღნიშნა დანელიამ. ზემოაღნიშნული დეკლარაცია 18 ძირითად პრინციპს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი მშვიდობისა ხელშეწყობა და დაცვაა, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობას მშვიდობის დამყარებას და კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას გულისხობს. ის ემიჯნება და გმობს ყოველგვარ ძალადობას, ტერორიზმს და ოკუპაციას. იგი აღიარებს და იცავს ქვეყნის სუვერენულობას, ტერიტორიულ მთლიანობას და არ თანამშრომლობს ოკუპანტ სახელმწიფოსთან. დოკუმენტს სამეგრელოს რეგიონში 150-მდე ხელმომწერი ჰყავს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების, სულ მცირე, 5000 წარმომადგენელი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. მას ორგანიზაციათა კონსორციუმი (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი) კონრად ადენაურის ფონდის ხელმძღვანელობით ახორციელებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საზოგადოებრივი ორგანიზაციები თვითრეგულირების მექანიზმზე მუშა...
Radio Atinati
TI - თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ქვეყნის ინტერესებს არ...
Radio Atinati
არასამთავრობოები საკრებულოებს: ჩართეთ მოსახლეობა გადაწყვეტილ...
Radio Atinati
არასამთავრობოებს ფინანსური ანგარიშების გამჭვირვალობის დეკლარ...
Radio Atinati
„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - დისკუსია დემოკრატ...
Radio Atinati
,,არაღიარებული ძალადობა’’ - დისკუსია სიძულვილით მოტივირებულ...
Radio Atinati
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვ...
Radio Atinati