,,არაღიარებული ძალადობა’’ - დისკუსია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე
ზუგდიდში ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა'' (WISG) ანგარიში ,,არაღიარებული ძალადობა’’ წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტი 2016 წლის წარმოებული საქმეების, გაწეული ინდივიდუალური და ჯგუფური სამართლებრივი კონსულტაციების და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა სტატისტიკასა და ანალიზს მოიცავს. შეხვედრაზე ითქვა, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხი სამეგრელოს რეგიონში აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემაა. ,,ანგარიშში, ორგანიზაციის მიერ წარმოებული საქმეების საფუძველზე, გაანალიზებულია სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერის ნიშნით ძალადობის ცალკეული ფორმების იდენტიფიცირებასა და რეაგირებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ლგბტი ადამიანების მიმართ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და ინციდენტების გამოძიება, ქალთა ან ლგბტი პირთა დისკრიმინაცია,’’- აღნიშნა ორგანიზაციის იურისტმა ქეთი ბახტაძემ. ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს'' საზოგაოებრივმა ორგანიზაციამ ,,თანასწორობის მოძრაობამ’’ უმასპინძლა. ,,მიუხედავად იმისა რომ სამართლებრივი მექანიზმები ამ კუთხით გვაქვს, ის მოუქნელია და საჭიროა მისი შეცვლა. მსგავსი დისკუსიები ემსახურება გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხის წამოწევას და პრობლემის გააქტუალურებას’’, - თქვა თანასწორობის მოძრაობის წევრმა ცაბუნია ვართაგავამ. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები და აქტიური მოქალაქეები დაესწრნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სეპარატისტები იტაცებენ
NewimediTV
დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მთიან ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster