საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული

03.10.2018 06:09

მეხუთე დღე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში და სრული ინფორმაციული ვაკუუმი. ოჯახს და ხელისუფლებას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია სამი შვილის დედა, რომელიც 29 სექტემბერს რუსმა სამხედროებმა საკუთარი მიწის ნაკვეთიდან გაიტაცეს. ოჯახზე დაყრდნობით სახალხო დამცველი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მაია ოთინაშვილზე, სავარაუდოდ, ძალადობა მოხდა. პრემიერის დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დიპლომატიურ კორპუსს ხვდება. პარალელურად მოქმედებს ცხელი ხაზი, თუმცა უკანონოდ დაკავებული 37 წლის მოქალაქის გათავისუფლება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. არაღიარებული რეჟიმი ოთინაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას და თანხის სანაცვლოდ ამ პროცესში სხვების დახმარებასაც ედავება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო