„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტზე "პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" იმსჯელეს. შეხვედრაზე პროექტის განხორციელების ერთი წლის შედეგები, პეტიციების განხილვის არსებული პრაქტიკა და ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც მოქალაქეების ჩართულობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მას ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორის არჩილ ხახუტაშვილის თქმით, პროექტის მსვლელობისას, სამეგრელოს რეგიონში უმნიშვნელო პრობლემები გამოვლინდა და ის განხილვების პროცედურებს, ვადებისა და სარეგისტრაციო ფორმების დაცვას ეხება. "აღნიშნული პროექტის ინიცირება სამეგრელო-ზემო სვანეთში პირველად მოხდა, ამიტომ აქ მუშაობის წესებს და პრინციპებს ჩვენც, საზოგადოებაც და მუნიციპალიტეტებიც ერთად ვსწავლობდით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიურობა და თანამშრომლობა", - აღნიშნა ხახუტაშვილმა. პროექტს სამეგრელოს რეგიონში ასოციაცია "ათინათი" და საქველმოქმედო ცენტრი "თანაზიარი" ახორციელებდნენ. ორგანიზაციებმა შეკრებილებს, პრეზენტაციის სახით, წლის განმავლობაში განხორციელებული შეხვედრები და მოსახლეობაში არსებული პრობლემის კვლევები წარუდგინეს. ცნობილი გახდა, რომ დასავლეთ საქრთველოს მასშტაბით, პროექტში 2 848 აქტიური მოქალაქე ჩაერთო და 20 მუნიციპალიტეტში 192 შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა აღნიშნეს, რომ მოქალაქეთა გააქტიურება მათთვის მნიშვნელოვანი საკითხია და პროცესში შეძლებისდაგვარად ჩაერთვებიან. პროექტის მთავარი მიზანია მოქალაქეთა გააქტიურებით, პეტიციების ინიცირებითა და თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობით აღნიშნული სისტემის ჩამოყალიბების და გაძლიერების პროცესის ხელშეწყობა. ღონისძიება UCAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,პეტიცია - ხალხის ხმა თვითმართველობაში" ფარგლებში ჩატარდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - პროექტის პრეზენ...
Radio Atinati
პეტიცია - „ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ სათაურიი
Radio Atinati
პროექტი "პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში"
Radio Atinati
პროექტის "პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" შესახებ მსჯე...
Radio Atinati
პროექტი - ,,პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ დასრულდა
TV 25
სენაკის საკრებულოში ,,პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში’’...
Radio Atinati
"თანაზიარის" როლი პროექტში "პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართვე...
Radio Atinati
პეტიცია - შენი ხმა თვითმმართველობაში
Radio Atinati