ზუგდიდში მერაბ ქვარაიას ბიურო გაიხსნა

04/21/2017
Radio Atinati-ის მიერ

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ბიურო გახსნა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთოვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები დაესწრნენ. მაჟორიტარმა სტუმრებს ბიუროს თანამშრომლებიც წარუდგინა. ბიუროს ჯონი ჯიქია უხელმძღვანელებს.

„ბიუროს მუშაობის ფარგლებში დაიგეგმება შეხვედრები მაჟორიტარ დეპუტატთან, რის შესახებაც წინასწარ იქნება ცნობილი. ჩვენ გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომელიც მაჟორიტარ დეპუტატსა და პარლამენტის წევრს აქვს“, - განაცხადა ქვარაიამ.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული და ის მოქალაქეებს ყოველ სამუშაო დღეს, 10-დან 18 საათამდე მიიღებს.

„ორშაბათიდან შეეძლებათ მოქალაქეებს მოვიდნენ და საკუთარი პრობლემები გაგვაცნონ, ჩვენ კი, შეძლებისდაგვარად, მათ დავეხმარებით ადგილობრივ თვითმმართველობასთან შუამდგომლობას გავუწევთ“, - აღნიშნა ჯიქიამ.

ქვარაიამ პარლამენტში საკუთარი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK-ad-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან