პელმენი ქოთანში | შეფი ლუკა ნაჭყებია

07/28/2021
Taste Corporation-ის მიერ

🥟 მართალია, ბევრის აზრით, პელმენი რა მოსატანია, როცა ქვეყანაში არსებობს უდიადესი და უბუმბერაზულესი ხინკალი, მაგრამ ქოთანში პელმენებსაც თავისი ემოცია და ბავშვობის ნოსტალგია მოაქვს.
👌 თანამედროვე სამყაროში, კარგ კერძად სწორედ ის ითვლება, რომელიც შენს გულამდე აღწევს, თან ისე, როგორც შეფ ლუკას პელმენები მოვა ახლა თქვენამდე. 🙃😋

გამოგვყევი:
instagram:   / ​​  
facebook:   / chef.cave​​  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​

​​ #პელმენი​​ #ქოთანში​​​​​ ​​​​ ​​​#შეფლუკა​​​​ #შეფქეივი

--------------------------------------------------------------

პელმენი

დავიწყოთ ცომის მოზელვით , რისთვისაც დაგვჭირდება: 400 გრამი ფქვილი, 1 ცალი კვერცხი, 170 გრამი წყალი, 40 გრამი კარაქი, რომელიც უნდა გავადნოთ და ჩავამატოთ მასაში, და ბოლოს მარილი.
მაშ ასე, ვიწყებთ ცომის მოზელვას!
გადმოვიტანოთ შეკრული მასა დაფაზე და მოვზილოთ ინტენსიურად, მინიმუმ 10 წუთით.
გადავიდეთ ხორცის გამოტარებაზე, სადაც დაგვჭირდება საქონლის კისერი და ღორის რბილი (სულ 650 გრამი).
ფარშის შესაზავებლად დაგვჭირდება:
• მოთუშული ხახვი
• 2 კბილი ნიორი
• ოხრახუში
• მწვანე ხახვი
• თევზის სოუსი - 2 სუფრის კოვზი
• 1 სუფრის კოვზი ძმარი
• მარილი - 2 მწიკვი
გადავურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში.

შემდეგ, წამოვადუღოთ წყალი დაფნის ფოთოლთან , პილპილთან, ნიორთან, ხახვთან და ოხრახუშის ღეროებთან ერთად ...
ასევე, გავაბრტელოთ ცომი და ფორმები ამოვჭრათ.
გადავიდეთ პელმენის შეხვევაზე - კოვზით ამოვიღოთ გულსართი, მოვკრათ პილმენები
და ჩავყაროთ მოხარშულ წყალში 4 წუთით და გადავიდეთ გამოცხობაზე.
არაჟანი , ყველი, 1 კბილი ნიორი და ქამა სოკო გამოვიყენოთ ღუმელში გამოცხობის დროს.
ქოთანს ზემოდან წამოვახუროთ ცომი და შევდგათ ღუმელში 25 წუთით, 180 გრადუსზე ...
პელმენები მზადაა! შეგვიძლია სერვირებაზე გადავიდეთ.

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან