შეზღუდვები დავით გარეჯის კომპლექსში
დილიდან კვლავ შეზღუდვებია დაწესებული დავით გარეჯის კომპლექსში. სასულიერო პირების ინფორმაციით, ქართველმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან და ჩიჩხიტურის კოშკთან მისასვლელი ბილიკები გადაკეტეს, მიზეზად კი სადავო ტერიტორიაზე ქართული და აზერბაიჯანული კომისიების მიმდინარე შეხვედრა სახელდება, სადაც შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებზე მსჯელობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად მესაზღვრეებს შორის მოლაპარაკების ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, ადგილზე საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები დილით ვერტმფრენებით მივიდნენ. ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია მედიისთვისაც. სასულიერო პირების განცხადებით, ხელისუფლებამ მოლაპარაკებისას პრინციპული პოზიცია უნდა დააფიქსიროს, რადგან მათი თქმით, საბჭოთა რუკებზე ბერთუბანის გარდა, სხვა ყველა მონასტერი საქართველოს შემადგენლობაშია. დავით გარეჯში იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც. ადგილზე ხვალისთვის საპროტესტო აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მოქალაქეების მხრიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება დავით გარეჯში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება დავით გარეჯში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება დავით გარეჯში - პოლიტიკური განცხადებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მელაშვილის სკანდალური განცხადება და შეფასებები / პარლამენტში...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით გარეჯის სადაო მონაკვეთზე შეხვედრა დაიგეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვინ როგორ წყვეტდა გარეჯის სიმაღლეების ბედს / ერთი დღე მანდატ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster