მელაშვილის სკანდალური განცხადება და შეფასებები / პარლამენტში კიდევ ორი ოპოზიციონერი შედის #LIVE

29.01.2021 01:01:50

• ბრალდებული კარტოგრაფის სკანდალური განცხადება და პოლიტიკური შეფასებები - ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, რასაც ოპოზიციის ნაწილიც ეთანხმება, პროკურატურა კი კარტოგრაფის განცხადებას ბრალის აღიარებად აფასებს; საქმის მთავარი ფიგურანტი ბრალდების მთავარ მოტივს დღესაც იმ არგუმენტით ხსნის, რომ 200-ათასიანი მასშტაბის რუკა ხარვეზიანი იყო, რასაც ექსპერტების დასკვნა უარყოფს; რას იკვლევდა ყოფილი კომისიის შემადგენლობა, რომლის წევრისთვის დავით გარეჯის კომპლექსი უპირობოდ აზერბაიჯანის საკუთრებაა და რა პოლიტიკური თუ სამართლებრივი საფუძველი აქვს კარტოგრაფისა და ოპოზიციის ლიდერთა განცხადებებს; • ინდივიდუალური მოლაპარაკების ორი რაუნდი და შეთანხმება პარტია „მოქალაქეებთან“ - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან, რასაც ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს; საარჩევნო ბარიერის დაწევას, რაც ხელისუფლებასთან გაფორმებული დოკუმენტის ნაწილია, 113 ხმა სჭირდება, ოპოზიციური ერთობა კი პარლამენტში შესვლას გამორიცხავს; • საქართველო შეკვეთილ დოზებს ელოდება, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი კი აცხადებს, რომ ვაქცინა ჯერჯერობით, ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელშია და ის პოლიტიკურ იარაღად იქცა; ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად, დღეს ქვეყანაში დადებითობის ყველაზე ნაკლები მაჩვენებლი დაფიქსირდა; შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის პერსპექტივა სულ უფრო რეალური ხდება; • მსოფლიოში ვირუსის გავრცელება შენელდა, მაგრამ ახალი სახეობების გავრცელების პირობებში შეზღუდვების შემსუბუქება ამ დრომდე ვერ ხერხდება; ვაქცინის მსოფლიო ბაზარს კიდევ ორი ახალი ვაქცინა შეემატა, თუმცა მათი თანაბარი გადანაწილების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება; ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი აფეთქების ეპიცენტრს, უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარს და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვევა, საიდანაც ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად ვირუსი გავრცელდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო