ვინ როგორ წყვეტდა გარეჯის სიმაღლეების ბედს / ერთი დღე მანდატების საკითხის გადაწყვეტამდე #LIVE

01.02.2021 01:02:27

• ერთი დღე მანდატების საკითხის გადაწყვეტამდე და საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილები ქართულ პოლიტიკურ სპექტრს - ხვალინდელი კენჭისყრა გადაწყვეტს, რა შემადგენლობით იმუშავებს პარლამენტი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში; „გირჩი“ მმართველ გუნდს სთხოვს, ოპოზიციას ფართო წარმომადგენლობის შანსი დაუტოვოს; პარტნიორი ქვეყნები მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდებენ; • „მოამბის“ მიერ არქივში მოპოვებული მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადება, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ საზღვრის ხაზი ისე უნდა გაივლოს, სამონასტრო კომპლექსის სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანს დარჩეს, რადგან ის მეზობელ ქვეყანას სჭირდება - კომისია საზღვრების დადგენას, გამოძიება კი საეჭვო გარიგების გამოძიებას ცდილობს; დავით გარეჯის საქმე, პოლიტიკურ კონიუნქტურაში მოქცეული გადაწყვეტილება და ბერი კირიონის ექსკლუზიური ინტერვიუ პირველ არხს; • 2,65%-იანი დადებითობის მაჩვენებელი და საქართველო პირველ 18 ქვეყანას შორის, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინას უახლოეს პერიოდში მიიღებს - პირველ რიგში მედ-პერსონალი აიცრება, შემდეგი სამიზნე ჯგუფი კი მოხუცებულთა თავშესაფრის ბენეფიციარები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებია; კვირის ბოლოს ის ათი სამედიცინო დაწესებულებაც დასახელდება, რომელიც ვაქცინაციას განახორციელებს; შეზღუდვების გარეშე ცხოვრება მოსახლეობის 65%-ის აცრის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი; • ავღანეთის სამშვიდობო პროცესი სერიოზული გამოწვევის წინაშე და ახალი რეალობა აშშ-სა და „თალიბანს“ შორის მიღწეული შეთანხმებიდან ერთი წლის შემდეგ - ნატო-ს მოკავშირეები ავღანეთში შესაძლოა, მაისის შემდეგაც დარჩნენ; ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი გეგმის პარალელურად ავღანეთში ტერორისტული თავდასხმები გახშირდა; შეთანხმების დარღვევა დაძაბულობის ესკალაციის საფრთხეს ქმნის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: