დაძაბულობაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორისაც. სომხური მედიის ინფორმაციით, გეგარკუნკის მხარეში, აზერბაიჯანელებმა 300-400 მეტრით წინ წაიწიეს. საუბარია ვარდენისის პლატოს მარცხენა მხარეზე, რომელიც მანამდე თავისუფალ ზონად იყო გამოცხადებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ ადგილას. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ უკვე ორი დღეა, სიუნიქის ოლქში, ფეთქებადსაშიში სიტუაცია იქმნება. მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიაზე ამ დრომდე იმყოფება 250-მდე აზერბაიჯანელი სამხედრო, რასაც ფაშინიანი პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. არსებული ვითარების შესახებ ფაშინიანი ტელეფონით საფრანგეთის პრეზიდნეტს ესაუბრა, რის შემდეგაც ემანუელ მაკრონმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ უნდა გავიდნენ. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს გართულებული ვითარება განიხილეს ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საზღვრის დაცვის სისტემების გაძლიერების ზომები ხორციელდება მხარეების ხელთ არსებული რუკების საფუძველზე. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 12 მაისიდან საზღვრის ამ მონაკვეთზე გაგზავნილია აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობა, მიმდინარეობს მოწინააღმდეგე მხარის მესაზღვრეებთან მოლაპარაკებები.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.