ამ წუთებში სასტუმრო “შერატონ ბათუმში” (საკონფერენციო დარბაზში) მიმდინარეობს პირველი გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორები, კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელ მოადგილესთან ერთად. ასევე თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელი პირები. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია, „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევის პრეზენტაცია, დისკუსიები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე და სხვა აქტუალურ თემებზე. ღონისძიებას უძღვება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და უწყება კულტურის სფეროს საკითხებს რეგიონულ ხელისუფლებასთან მსგავს ფორმატში განიხილავს.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და უწყება კულტურის სფეროს საკითხებს რეგიონულ ხელისუფლებასთან მსგავს ფორმატში განიხილავს.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045