კასპის კოლეჯში რეგიონული ტურისტული მეგზურის პროგრამის განხორციელება დაიწყო


კასპის პროფესიულ კოლეჯში რეგიონული ტურისტული მეგზურის მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის განხორციელება დაიწყო.

პროგრამა კარგი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს გარკვეული ცოდნა ან სამუშაო გამოცდილება ტურისტულ სფეროში და სურს გახდეს სერტიფიცირებული გიდი.

პროგრამა მოიცავს საინტერესო პრაქტიკულ დავალებებს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. კურსის ბოლოს კი მსმენელებს ელოდებათ შემაჯამებელი გასვლითი ტური შიდა ქართლის რეგიონში.

#უმოკლესიგზადასაქმებამდე #KaspiCollege