კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება
მიხეილ გიორგაძე საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს, თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით კულტურის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს იწყებს. 28 თებერვალს, სასტუმრო “შერატონ ბათუმში” (საკონფერენციო დარბაზში) გაიმართა პირველი გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორები, კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელ მოადგილესთან ერთად. ასევე თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია, „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევის პრეზენტაცია, დისკუსიები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე და სხვა აქტუალურ თემებზე. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა. კულტურის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონების ჩართულობას. გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოს რწმუნებულ-გუბერნატორებისათვის და თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელი პირებისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენა, შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოებისთვის კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და „კულტურა 2025“ -ის გზამკვლევის გაცნობა, რეგიონებში დაგეგმილი შეხვედრების განრიგის შეთანხმება. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება-სამცხე-ჯავახ...
culturegovge culturegovge
კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება 17 03 22
მეცხრე ტალღა
კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი გრძელდება
culturegovge culturegovge
კულტურის პოლიტიკაზე მუშაობის პროცესი - აფხაზეთი - სამხრეთ-ოს...
culturegovge culturegovge
კულტურის ეროვნული სტრატეგია | მუშაობის პროცესი და საზოგადოებ...
შუადღე GDS / shuadge GDS
ვზეიმობთ ლინგვისტურ მრავალფეროვნებას
Litagora
კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა თელავში
Kakheti Kakheti
კესო სუმბაძე | HR -ადმიანური რესურსების მართვის კურსი
Academy of Digital Industries