ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

12/31/2018
Radio Atinati-ის მიერ

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 34 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი რამდენიმე წუთის წინ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი 40-დან 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა არ დაუჭირა. ფრაქციების \"ევროპული საქართველოს\" და \"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\" წევრები ამბობენ, რომ ის მოსახლეობის საჭიროებებს არ არის მორგებული და თანხების უდიდესი ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯებისთვის არის გათვალისწინებული. \"ქართული ოცნების\" დეპუტატები კი ამბობენ, რომ მიუხედავდ ბიუჯეტის სიმწირისა, ის ქალაქის საჭიროებებს პასუხობს და რეალისტურია.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter:   / atinati1059  
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან