დადიანების მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართავენ
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზუემის თანამშრომლები ხელფასების მომატებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაფიცვას აანონსებენ. საკითხზე კონკრეტული პასუხის მისაღებად თანამშრომლებმა განათლებისა და კულტურის სამინისტროს ათდღიანი ვადა მისცეს. „ჩვენ გამოვიყენეთ ყველანაირი ლეგიტიმური უფლება, მივწერეთ ოფიციალური წერილი მინისტრს, არაერთხელ დაიწერა მედიაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ქმედითი ღონისძიებები არ ჩატარებულა. ახლა მტკიცდება 2020 წლის ბიუჯეტი. მივმართავთ პრემიერ -მინისტრს ამჯერად, რადგან განათლების მინისტრს ჰგონია, რომ მხოლოდ მასწავლებლების მინისტრია. გადახედოს სახელფასო პოლიტიკას, ნახოს ჩვენი შემოსავლები, შრომის ანაზღაურება და მივა ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ამ სასახლეში, რომელიც მებატონეებმა ააშენეს, ბატონყმობა არ გადავარდნილა“, - აღნიშნა მუზუმის დირექტორის მოადგილემ საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში ნანა ფიფიამ. თავის მხრივ, მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია ამბობს, რომ ხელფასების მომატების მოთხოვნას თავადაც ეთანხმება, თუმცა, ფიქრობს, რომ გაფიცვა მუზუემისთვის მიზანშეწონილი არ არის. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშრიებით კომუნიკაცია ჰქონდა კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთან. „ გუშინ არ ვიცოდი ასეთ რამეს რომ ამზადებდნენ. სულ ვსაუბრობთ, რომ ხელფასი ცოტაა. ვესაუბრე მაკა ბურჭულაძეს და მითხრა, რომ სწორედ თქვენს სახელფასო ნუსხას ვაკეთებ და მაცალონო. რადგან ასეა, დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ ზომებს, უბრალოდ, ვაცალოთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ბერაიამ. ბერაიას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად, როდის და რამდენით გეგმავენ უწყებაში მუზეუმის თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატებას. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მუზეუმის თანამშრომლების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დადიანების მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვას აანონსებენ
Cnobis Furceli
ნიკოლოზ რურუას ვიზიტი ზუგდიდში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი ზუგდიდში
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი ზუგდიდში
culturegovge culturegovge
გიდი სამსახურიდან გათავისუფლებაში მუზეუმის დირექტორს ადანაშა...
Radio Atinati
დადიანების მუზეუმის თანამშრომლებმა ხელისუფლებას ათდღიანი ვად...
Livepress. ge