კულტურის მინისტრის ვიზიტი ზუგდიდში

08.06.2012 00:59

ზუგდიდში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ოფიციალური ვიზიტი შედგა. მინისტრმა დადიანების სასახლეთა ისტორიულ--არქიტექტურული მუზეუმის რესტავრირებული ნაწილი დაათვალიერა და მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა. ნიკოლოზ რურუამ დადიანების მუზეუმს პროექტორი, ეკრანი და პორტატული კომპიუტერი გადასცა. კულტურის მინისტრი შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეხვდა ზუგდიდის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და 4 პედაგოგს „დამსახურებული პედაგოგის" წოდება მიანიჭა. ღონისძიებები ზუგდიდში ჯეოსტარელების კონცერტით დასრულდა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეა ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, თიკა მახალდიანმა, ბორის ბედიამ და ელენე ფოჩხუამ. web-page: http://www.mcs.gov.ge faceebook:   / culturegovge   twitter: http://twitter.com/#!/CULTUREgovge youtube:    / culturegovge   flickr: http://www.flickr.com/photos/cultureg... myvideo: http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: