მინისტრის ვიზიტი სამეგრელოში

02/25/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

22 თებერვალს, სამეგრელოში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას, მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარისა და მინისტრის მრჩევლების ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკისა და გიორგი გეგეჭკორის ვიზიტი შედგა.

გურამ ოდიშარიამ აბაშაში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის აკაკი ხოშტარიას 1915 წელს აშენებული სახლი, სუჯუნის წმიდა გიორგის საკათედრო ტაძარი და სინაგოგა მოინახულა. დელეგაციამ მარტვილის სინაგოგაც დაათვალიერა სოფელ ბანძაში და ებრაელთა სასაფლაოზეც იმყოფებოდა. მარტვილში კულტურის მინისტრი ესტუმრა ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლს და მარტვილის გივი ელიავას სახელობის ეროვნულ მუზეუმს. დელეგაციას თბილისიდან მეუფე პეტრემ, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა უმასპინძლა.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა გაზეთ „მარტვილის\" მთავარი რედაქტორის ფაუსტ ნადარაიას ღია წერილს, სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ მარტვილის რაიონში, ვედითკარის საკრებულოს სოფელ მუხურჩაში გასხვისდა ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც მდიდარია არქეოლოგიური მასალებით. მინისტრმა თავად მოინახულა ეს ტერიტორია, ამჟამად სამინისტრო ამ საკითხს სწავლობს.

მარტვილიდან კულტურის მინისტრი ეწვია სენაკის სინაგოგას, ხოლო ხობში, ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმს. დღის ბოლოს კულტურის სამინისტროს დელეგაციამ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრი და დადიანების სასახლე მოინახულა.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან