მინისტრის ვიზიტი ფოთში
23 თებერვალს, ფოთში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას, მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარისა და მინისტრის მრჩევლების ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკისა და გიორგი გეგეჭკორის ვიზიტი შედგა. კულტურის სამინისტროს დელეგაციას ფოთის მაჟორიტარ-დეპუტატი ეკა ბესელია და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერი დავით სარსანია მასპინძლობდნენ. დელეგაციამ დაათვალიერა ნიკო ნიკოლაძის კოშკი - ფაზისის აკადემია, სადაც შეხვდა ფოთის კულტურის ცენტრის თანამშრომლებს და არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. მინისტრმა, ასევე მოინახულა ახლადაშენებული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი და მშენებარე თეატრი. კულტურის სამინისტროს დელეგაცია ვ.გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრსა და ფოლკლორის ცენტრში შეხვდა თანამშრომლებს და მათთან სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრა. დელეგაცია ასევე ეწვია ა.ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელს, სადაც მოსწავლეებმა საჩვენებელი კონცერტი გამართეს. მინისტრმა მოინახულა კოლხური კულტურის მუზეუმი, ფოთის საგამოფენო დარბაზი და სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი. ვიზიტის ბოლოს გურამ ოდიშარია დელეგაციასთან ერთად ეწვია შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, სადაც შეხვდა თანამშრომლებს და ბიბლიოთეკაში არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე საკითხებზე ესაუბრა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მინისტრის ვიზიტი ფოთში
culturegovge culturegovge
ნიკოლოზ რურუას ვიზიტი ფოთში
culturegovge culturegovge
პრემიერის ვიზიტი ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკოლოზ რურუა ფოთის ფესტივალზე
culturegovge culturegovge
„რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ - გაიხსნა
culturegovge culturegovge
ფრანკფურტიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა სამინისტროში კონცერტი გ...
culturegovge culturegovge
ფრანკფურტიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა სამინისტროში კონცერტი...
culturegovge culturegovge
ფრანკფურტიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა სამინისტროში კონცერტი გ...
culturegovge culturegovge