ფრანკფურტიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა სამინისტროში კონცერტი გამართეს
მცხეთის, გორის, ქუთაისის, საჩხერისა და ფოთის რეგიონების სამუსიკო სკოლების მოსწავლეები ფრანკფურტში ათდღიანი სასწავლო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და 17 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჩვენებელ კონცერტი გამართეს. ღონისძიებას დაესწრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ - გრუზინსკი, მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, ქართულ-გერმანული მუსიკალური ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ყამბეგაშვილი და მოწვეული სტუმრები რეგიონის სამუსიკო სკოლებიდან. მოსწავლეები ფრანკფურტის მუსიკალურ სკოლაში ,,ოქროს კლავიში'' საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „რეგიონების სამუსიკო სკოლების მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში ქართულ-გერმანული მუსიკალური ასოციაციის მიწვევით იმყოფებოდნენ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ ბავშვებს ყოველდღიურად უტარდებოდათ გერმანული ენის გაკვეთილები; ასევე ესწრებოდნენ გერმანელი მუსიკოსების მიერ ჩატარებულ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს კლასიკურ მუსიკასა და ვოკალში. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ქართველმა ბავშვებმა ფრანკფურტში, მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში საჩვენებელი კონცერტი გამართეს და დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პროექტი განხორციელდა ქართულ-გერმანული მუსიკალური ასოციაციის დაფინანსებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გორის, მცხეთის, ქუთაისისა და ფოთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ფრანკფურტიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა სამინისტროში კონცერტი გ...
culturegovge culturegovge
ფრანკფურტიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა სამინისტროში კონცერტი...
culturegovge culturegovge
ტერორისტული აქტი გერმანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
4
4
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფრანქფურტის წიგნის ბაზრობა
culturegovge culturegovge
ევროპელი გამომცემლები თბილისში
Business Media Georgia