ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

10.10.2018 04:36

„ანბანით მოთხრობილი საქართველო“ - ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გრძელდება.

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ წიგნის ფორუმზე დილიდან ხალხმრავლობაა საქართველოს პავილიონთან. ქართველი მწერლები უცხოელ მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას აცნობენ. ქართული დელეგაცია გერმანიაში თანამედროვე და კლასიკოსი მწერლების 300-მდე წიგნითაა ჩასული. გამოცემები 30 ენაზეა ნათარგმნი. პავილიონში საქართველოს შესახებ დაწერილი 600-მდე უცხოენოვანი წიგნიცაა გამოფენილი. „დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, საქართველოში მწერალი მაინც გამორჩეულ ფიგურად რჩება“ - ეს არის ფრაგმენტი აკა მორჩილაძის გამოსვლიდან, რომლითაც ქართული პავილიონის ლიტერატურულმა მასპინძელმა საკუთარი ქვეყანა წარადგინა. ჩვენი ქვეყნისთვის წლევანდელ წიგნის ბაზრობაში მონაწილეობა განსაკუთრებულია - პრესტიჟულ ღონისძიებაზე საქართველოს, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი აქვს.

„მოამბე“ ფრანკფურტიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani