ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

09.10.2018 02:44

დღეს ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გაიხსნება, რომლის საპატიო სტუმარი საქართველოა. ერთი კვირის განმავლობაში წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ქართველი ავტორების ასობით ღონისძიებაა დაგეგმილი. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი გახსნიან. პავილიონში მოწყობილ 2 სცენაზე 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება. გამოიფინება ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: