ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

09.10.2018 04:15

9 ოქტომბერი ისტორიული დღეა საქართველოსთვის. გაიხსნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარდგენილი. ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, სამწერლობო ტრადიციებს და კულტურას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან შეკრებილი გამომცემლები, მწერლები და მკითხველები გაიცნობენ. ქართული დელეგაცია გერმანიაში მრავალფეროვანი კულტურული პროგრამითაა ჩასული. ჩვენი ქვეყნის პრეზენტაციის მთავარი თემა კი ქართული ანბანია. ევროპის მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ხალხმრავლობაა საქართველოს პავილიონთან. არსეობობის 500-წლიანი ისტორიის მქონე წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიამდე ქართულ დელეგაციას ფრანკფურტის მერიაში საზეიმო მიღებაზე უმასპინძლეს. „მოამბე“ ფრანკფურტშია და ქეთი ქაშაკაშვილი აშუქებს წიგნის ბაზრობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: