გიდი სამსახურიდან გათავისუფლებაში მუზეუმის დირექტორს ადანაშაულებს
დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის უკვე ყოფილმა თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ ბრიფინგი გამართა. იგი სამსახურიდან მის გათავისუფლებას აპროტესტებს და აღნიშნავს, რომ ეს მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას პირადი ინტერესია. „სამინისტროში მქონდა წერილი დაწერილი, თუ როგორ პირობებში ვიყავით ჩვენ აქ. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და დასკვნა არ იყო ჯერ დადებული, ლილი ბერაიამ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გავეთავისუფლებინე სამსახურიდან... მე ვერ ვგებულობ, რა მიზეზით...“, - აღნიშნა ზოდელავამ, როგორც ყოფილი გიდი ამბობს, მას ფოსტით წერილი მოუვიდა, რომელშიც წერია, რომ, ხელშეკრულება შეწყდა. ზოდელავა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და ორშაბათიდან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იურისტებს მიმართავს. მუზეუმის ადმინისტრაციაში, ჯერჯერობით, კომენატრს რა აკეთებენ. კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ, რეორგანიზაციის ფარგლებში, დაწესებულებებს ბიუჯეტი შეუმცირდათ. როგორ განსაზღვრავს ესა თუ ის დაწესებულება ხარჯებს - გაათავისუფლებს თანამშრომლებს თუ სხვაგვარად შეაცირებს ადმინისტაციულ ხარჯებს - ეს კონკრეტული ორგანიზაციის გადასაწყვეტია. მუზეუმის ადმინისტრაციაში, ჯერჯერობით, კომენტარს რა აკეთებენ. ელზა ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა. მის გარდა, სამსახურიდან კიდევ ერთი თანამშრომელი დაითხოვეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გიდი ტაბაწყურიდან ირინა მარტიროსიანი
ტელეკომპანია ბორჯომი
გიდი თინათინ სოფრომაძე
Top News
გიდი მართა ჭეჟია სტუმრად ლიანა ქარჩავას საოჯახო ბიბლიოთეკაში...
ზუგდიდის ბიბლიოთეკა
გიდი ზურა ასათიანი სტუმრად ჯული ზაქარაიას საოჯახო ბიბლიოთეკა...
ზუგდიდის ბიბლიოთეკა
გიდი თეკლე ჩარკვიანი სტუმრად ინჟინერ თამაზ ჩარკვიანის საოჯახ...
ზუგდიდის ბიბლიოთეკა
გიდი - ზუგდიდში გამოფენილ უნიკალურ მასალებზე
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
"ქართველი გიდი"
ენდი დიუფრეინი
გიდი ტურისტს აგინებს gidi turists aginebs
Tako Smith