MOE: ჭიაკოკონობაზე გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმა 400-დან 600 ლარამდე იქნება

26.04.2013 00:50

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს აღინიშნება ე.წ. ჭიაკოკონობა. ქალაქის სხვადასხვა უბანში ინთება კოცონები და საწვავ მასალად უმეტესად გამოიყენება მეორადი საბურავები, ფოთლები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას. მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. დამაბინძურებლები, რომლებიც წარმოიქმნება წვის ნებისმიერი პროცესის დროს, უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე. განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავი, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და მისი წვის შედეგად გამოთავისუფლდება მთელი რიგი მაღალტოქსიკური დამაბინძურებლები. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი. მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. 1 ტონა მცენარეული ნარჩენის ბოლი გამოყოფს 9 კგ მიკრონაწილაკს. ისინი ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ეგრეთ წოდებულ „სმოგს"; ნიადაგის ზედა ფენაში კი მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება. გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ მეორადი საბურავების ღია წესით დაწვა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ჯარიმდება 400-დან 600 ლარამდე ოდენობით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ყოველივე ზემოაღნიშნული, ნუ მიაყენებენ ზიანს გარემოს და შეუქმნიან საფრთხეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: ბრიფინგი საბურავების წვაზე კონტროლის შესახებ
01:10

MOE: ბრიფინგი საბურავების წვაზე კონტროლის შესახებ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში
01:49

MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი

MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალშემკრები აუზების მეშვეობით

MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: აქცია „მწვანე მომავალი\"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნერგები გადაეცათ

MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად ნერგები დარგეს

MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის წარდგენა
01:15

MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის წარდგენა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი\" გაიმართა
02:58

MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი" გაიმარ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო