ფარშირებული ბულგარული | შეფი ლევან კობიაშვილი
მარტივი და გემრიელი რეცეპტი ჩვენი ერთგული მაყურებლებისთვის.
მოიმარაგეთ ინგრედიენტები და მოამზადეთ ჩვენთან ერთად.
არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ზარის ღილაკის გააქტიურება.
#ბულგარული #ფარში #ყველი
გამოგვყევი:
instagram: /
facebook: / chef.cave
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?
__________________________________
საქონლის და ღორის ფარში
ხახვი
ნიორი
დაღერღილი წიწაკა
ქინძი
ოხრახუში
პომიდვრის სოუსი
ბულგარული წიწაკა
ქონდარი
ქინძის სუნელი
უცხო სუნელი
ყველი
ხორცის მანქანაში გამოვატაროთ ერთი ცალი ხახვი, 3 კბილი ნიორი, ცოტაოდენი მწვანილები, დაღერღილი წიწაკა და ორივე სახის ფარში და კარგად. გადავურიოთ ერთმანეთში. დავუმატოთ სუნელები გემოვნებით. ფარშის შიგთავსი მზადაა.
გადავიდეთ ბულგარულების მომზადებაზე. წიწაკა გავჭრათ შუაზე და ამოვუღოთ გული და გამოვტენოთ შიგთავსით და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთით.
დაახლოებით 5 წუთით ადრე ფარშით გამოტენილ წიწაკებს ზემოდან დავადოთ ყველის ფირფიტები და 5 წუთში კერძი მზადაა.
ამასობაში მოვამზადოთ სოუსი. დავჭრათ ოხრახუში, ხახვი, ნიორი და სტაფილო წვრილად. მოვთუშოთ კარაქთან და ზეთთან ერთად. შემდეგ დავუმატოთ პომიდვრის სოუსი და ცოტაოდენი მარილი. ბოლოს კი სუნელები გემოვნებით. სტაფილოს დარბილების შემდეგ სოუსი დავაბლენდეროთ. დავაბრუნოთ გაზქურაზე და ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ.
კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით.
მსგავსი ვიდეოები
ფარშირებული ბულგარული წიწაკა|Sweet Pepper with an Egg|MK's...
Mariam Kurdiani
ფარშირებული პამიდორი და წიწაკა /Γεμιστά /фаршированный
Culinary Info.გემრიელი ამბები
ფარშირებული წიწაკა ბეკონით / 'კულინარიუმი' / ბათუმი / III სე...
გასტრომოყვარული • Gastrolover
ფარშირებული ქათამი ღუმელში.Фаршированная курица. Stuffed chi...
Culinary Info.გემრიელი ამბები
გოგრა შიგთავსით
Likas Receptebi
ფარშირებული ორაგული ! ! ! გრიგოლეთი კლაბ მადლობა
JENGO
სწრაფი საუზმე|Quick breakfast|MK's Posh Kitchen
Mariam Kurdiani
გურმანია - ფარშირებული ქათამი ტყემლით (რეცეპტი)
გურმანია