„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საბოლოო ანგარიში


„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური დათვლა აწარმოა, ხმების დათვლის დროს დაფიქსირებული ხარვეზი კი თვენახევრის შემდეგ აღიარა. ელენე ნიჟარაძე კომენტარს არ აკეთებს. პარალელურად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვით კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დღეს გამოქვეყნებულ საბოლოო საარჩევნო ანგარიშში, აღარ წერს ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტოდ გამოყენებაზე და მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის ზღვარის წაშლაზე, რაზეც ოთხ ნოემბერს, 23 ორგანიზაციის ერთობლივ ანგარიშში იყო საუბარი და რომელსაც ხელს მითითებული ორგანიზაციაც აწერდა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან