ორი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

27.02.2023 07:40

პროტესტის და წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი კანონპროექტის გარშემო საკომიტეტო განხილვები იწყება. ინიციატივის ავტორებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ ორივე პროექტი, ანუ თავდაპირველი და ამერიკული კანონმდებლობის თარგმნილი ვარიანტი პირველი მოსმენით მიღებული იქნება, რის შემდეგაც ორივე დოკუმენტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაეგზავნება. სწორედ კომისიის შეფასებებზე იქნება დამოკიდებული, რომელ ვარიანტს დაუჭერს მმართველი გუნდი საბოლოოდ მხარს. ვნებათაღელვა კი სულ უფრო იზრდება, ისევე როგორც საერთაშორისო რეზონანსი. ოპოზიცია და მესამე სექტორი 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონთან აიგივებს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების გასაჯაროებას და უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში დარეგისტრირებას ავალდებულებს. პროტესტი ვერც ამერიკაში 1930-იანი წლებიდან მოქმედი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის კანონის ქართულმა ვარიანტმა ჩააცხრო. ამჯერად ელჩის სახელით საკუთარ მკვეთრად ნეგატიურ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს ოფიციალური ვაშინგტონი.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ორი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
07:44

ორი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ორი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
05:33

ორი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ორი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - დისკუსია „აქტუალური შაბათის“ სტუდიაში
46:38

ორი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ -...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ
10:14

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რა ხდება ქვეყანაზე? - #პოლიტიკის5წუთი: 7 აპრილი
05:46

რა ხდება ქვეყანაზე? - #პოლიტიკის5წუთი: 7 აპრილი

Business Media Georgia

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
09:17

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - შეფასებები პოლიტ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანონპროექტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - შეფასებები
02:29

კანონპროექტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - შ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი - შეფასებები
03:26

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო