შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან, ვიტორ გასპართან
საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო პოლიტიკა, ფისკალური რისკების მართვა, ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავება, ფისკალური წესები და გამჭვირვალობა, - ესაა ჩამონათვალი იმ რეფორმებისა, რომელზეც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან, ვიტორ გასპართან და მის გუნდთან ერთად განიხილა. აღნიშნული დეპარტამენტი საქართველოს, კერძოდ კი ფინანსთა სამინისტროს, უწევს ტექნიკურ დახმარებას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე გამოკვეთეს პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც ტექნიკური დახმარება უფრო ინტენსიური იქნება. აღინიშნა, რომ საქართველომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო პოლიტიკა, ფისკალური რისკების მართვა, ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავება, ფისკალური წესები და ფისკალური გამჭვირვალობა და სხვა, საბოლოო ჯამში, მიმართულია უკეთესი ბიუჯეტირებისაკენ, რათა რისკებმა, რაც შეიძლება ნაკლები გავლენა იქონიოს ქვეყნის ბიუჯეტზე. #annualmeeting2017
MOF Georgia-ის სხვა ვიდეოები
შეხვედრა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსო...
01:05
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქ...
00:52
შეხვედრა "Standard \u0026 Poor's (S\u0026P)\
02:36
შეხვედრა "IMF"-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური...
02:39
შეხვედრა დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილე ტაო ჟან...
01:21
შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC)...
03:08
შეხვედრა აშშ-ის კონგრესმენებთან
03:48
ხელმოწერა ევროპის საინვესტიციო ბანკთან
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა სსფ-ის( IMF) ფისკალურ საკითხთა დეპარტამენტის დირექ...
MOF Georgia
შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთ...
MOF Georgia
შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან
Irakli Gharibashvili
შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტ...
MOF Georgia
შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან
Giorgi Margvelashvili