პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტს ეწვია
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს და რუსეთთან ერთადერთი საავტომობილო მიმოსვლის საბაჟო გამშვები პუნქტია. ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტი უზრუნველყოფილია კინოლოგიური მომსახურებით, აღჭურვილია მაღალი დონის სტანდარტების სპეციალური ტექნიკური და ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლისთვის აუცილებელი საშუალებებით. გარდა ამისა, ყაზბეგში ფუნქციონირებს რადიაციის დეტექტორები და პეიჯერები, ნარკოდეტექტორი და მეტალოდეტექტორი, სიმკვრივის საზომი და სხვ. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა. მათ შორის, გაეცნო როგორც სატვირთო ავტომანქანების რენტგენო სკანერის, ასევე ბარგის, ხელბარგისა და სხეულის სკანერების მუშაობას. პირველ ვიცე-პრემიერს თან ახლდნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე. #რეგიონები2017 #სასაზღვროპუნქტი
MOF Georgia-ის სხვა ვიდეოები
შეხვედრა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსო...
01:05
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქ...
00:52
შეხვედრა "Standard \u0026 Poor's (S\u0026P)\
02:36
შეხვედრა "IMF"-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური...
02:39
შეხვედრა დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილე ტაო ჟან...
01:21
შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC)...
03:08
შეხვედრა აშშ-ის კონგრესმენებთან
03:48
ხელმოწერა ევროპის საინვესტიციო ბანკთან
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა "IMF"-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპ...
MOF Georgia
შეხვედრა EBRD ის წარმომადგენლებთან
MOF Georgia
საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძის კომე...
MOF Georgia
შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ხელმძღვანე...
MOF Georgia
შეხვედრა OCED ის გენერალურ მდივანთან
MOF Georgia
შეხვედრა მსოფლიო ბანკში პოლ რომერთან
MOF Georgia
შეხვედრა სავალიუტო ფონდის მისიასთან
MOF Georgia
შეხვედრა "J.P. Morgan"-თან და "Deutsche Bank"-თან
MOF Georgia