შეხვედრა დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილე ტაო ჟანგთან

23.10.2017 02:39

საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამა და მისი მიმდინარეობა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილე ტაო ჟანგთან საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. #annualmeetings2017

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო