სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას შეხვედრა ანიმაციური ფილმების ფესტივალის „ექო თოფუზის" დირექტორ ზურაბ დიასამიძესთან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან გრძელდება. შემდეგი პროექტი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, ქართული ანიმაციის განვითარება და პოპულარიზაციაა. 4 ივლისს, კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას ანიმაციური ფილმების ფესტივალის „ექო თოფუზის" დირექტორი - ზურაბ დიასამიძე ეწვია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2008 წლიდან ხელს უწყობს საქართველოში ანიმაციური ფილმების განვითარებას და მხარს უჭერს ფესტივალის ჩატარებას. ფესტივალის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება გეოგრაფიული არეალის და მაყურებელთა რაოდენობის თვალსაზრისით, მაღლდება მაყურებელთა მომსახურების ხარისხიც. კინოჩვენებებზე ბავშვებს აქვთ საშუალება გაეცნონ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზი"-ს საკონკურსო პროგრამის საუკეთესო ფილმებს. კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა, რაც ხელმისაწვდომს ხდის პატარა მაყურებლების დასწრებასაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიების ორგანიზატორები ადგილზე მართავენ ვორკშოპებს და აზიარებენ მაყურებლებს ანიმაციური ფილმის საიდუმლოებებს. 2013 წელს ფესტივალი „ექო თოფუზი" გაიხსნა აპრილში და გრძელდება დეკემბრამდე, ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 18 რეგიონში გაიმართება 102 კინოჩვენება, რომელსაც დაესწრება 20 000-ზე მეტი ბავშვი. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან
culturegovge culturegovge
სამინისტროს ბენეფიციარები
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის შეხვედრა შავფაროსნებთან
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა ბენეფიციარებთან
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა ბენეფიციარებთან
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა ბენეფიციარებთან-ბესიკ ხაინდრავა
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა მუსიკოს ლიზი რამიშვილთან
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარია ფილმის „შინდისის გმირები" იდეის ავტორს და რეჟ...
culturegovge culturegovge