სამინისტროს ბენეფიციარები
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან გრძელდება. შემდეგი პროექტი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის გასტროლების მხარდაჭერას გულისხმობს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტი გურამ ოდიშარია ქართული თეატრის წარმატებულ გასტროლებთან დაკავშირებით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ქეთი დოლიძეს შეხვდა. 2012 წლის თებერვალში თუმანიშვილის თეატრში თურქი დრამატურგის, თუნჯერ ჯუჯენოღლუს, პიესის მიხედვით დაიდგა სპექტაკლი „ზვავი" (რეჟისორი რუსუდან ბოლქვაძე). 2013 წლის 28 მარტს თეატრი ამ სპექტაკლით მიიწვიეს ანკარის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც უკვე 17 წელია ტარდება. სამინისტროს მხარდაჭერით თეატრის დასი ანკარის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა. 31 მარტს სპექტაკლით „ზვავი" დაიხურა თურქეთის საერთაშორის ფესტივალი, ჩვენებამ სრული ანშლაგით ჩაიარა. 3,4 და 5 ივნისს კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ლონდონში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის წარმოდგენილი იქნა შემდეგი სპექტაკლები: თეატრი ათონელზე „დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!" ( რეჟისორი -- ქეთი დოლიძე, მონაწილეობენ -- ნინელი ჭანკვეტაძე, ნანა ფაჩუაშვილი, რამაზ იოსელიანი, ნუგზარ რუხაძე -- თეატრი ათონელზე),სპექტაკლი „ჩემი თაობის ავტოპორტრეტი" (რეჟისორი ნანა კვასხვაძე, მსახიობი -- ქეთი დოლიძე, თუმანიშვილის თეატრი),სპექტაკლი „კაბა" (რეჟისორი ჰილარი ვუდი, მსახიობი თამარ ბზიავა, თუმანიშვილის თეატრი). საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო თუმანიშვილის თეატრთან თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან
culturegovge culturegovge
სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს ბენეფიციარები
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის შეხვედრა შავფაროსნებთან
culturegovge culturegovge
შეხვედრა "კამერტონის" ქართველ მუსიკოსებთან
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარია ფილმის „შინდისის გმირები" იდეის ავტორს და რეჟ...
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარია ფილმის „შინდისის გმირები" იდეის ავტორსა და რე...
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა ბენეფიციარებთან
culturegovge culturegovge