სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან
11 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში „სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან", გურამ ოდიშარიამ მომღერალი არჩილ ნიჟარაძე მიიღო. პროექტის მიზანია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერის შედეგად განხორციელებული ღონისძიებების ერთგვარი ანგარიში, მიღწეული წარმატებების აღნიშვნა და ფართო საზოგადოების ინფორმირება. სამინისტროს მხარდაჭერით, არჩილ ნიჟარაძე ტალინში, პოპ-მუსიკის კონკურსზე "LAAGNA LAUL - 2013" გაემგზავრა და საერთაშორისო აღიარება, გრანპრი მოიპოვა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ პირადად მიულოცა არჩილ ნიჟარაძეს აღნიშნულ კონკურსზე გამარჯვება. ახალგაზრდა შემსრულებლების (16-დან 32 წლამდე) საერთაშორისო პოპ-მუსიკის ფესტივალზე ქართველი მუსიკოსი სამი სიმღერით წარსდგა და კონკურსის ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. "LAAGNA LAUL - 2013" ტალინში მერის მეუღლის პატრონაჟით ტარდება და ის ერთ-ერთი პრესტიჟული კონკურსია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წამომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ქართველმა სოლისტმა გამარჯვება 16 ქვეყნის 21 მომღერალს შორის მოიპოვა და კონკურს «Laagna laul 2013″-ის გრანპრის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ 11-16 ივლისს, ბელორუსში, საერთაშორისო კონკურსზე „სლავიანსკი ბაზარი 2013" არჩილ ნიჟარაძემ მეორე ადგილი დაიკავა. ამ კონკურსზეც მომღერალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა. http://www.culture.gov.ge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან
culturegovge culturegovge
სამინისტროს ბენეფიციარები
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის შეხვედრა შავფაროსნებთან
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა ბენეფიციარებთან
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა ბენეფიციარებთან
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა ბენეფიციარებთან-ბესიკ ხაინდრავა
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა მუსიკოს ლიზი რამიშვილთან
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარია ფილმის „შინდისის გმირები" იდეის ავტორს და რეჟ...
culturegovge culturegovge