მინისტრის შეხვედრა ბენეფიციარებთან
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან გრძელდება. შემდეგი პროექტი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, საქართველოს 16 რეგიონში სიმებიანი კვარტეტის, „იბერის'' გასტროლია. ამ პროექტთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარია თბილისის სიმებიანი კვარტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. სიმებიანი კვარტეტის პროექტი „საკვარტეტო მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოს რეგიონებში", კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, ''რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში'' განხორციელდა; პროექტი მიზნად ისახავს რეგიონებში კლასიკური მუსიკის განვითარება-პოპულარიზაციას. სიმებინი კვარტეტის კონცერტები საქართველოს 16 რეგიონში ჩატარდა. კერძოდ, თელავში, ყვარელში, გურჯაანში, რუსთავში, მცხეთაში, ქარელში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, ქუთაისში, ჭიათურაში, საჩხერეში, სენაკში, მარტვილში, ზუგდიდსა და ფოთში. კონცერტებთან ერთად, კვარტეტის მაღალპროფესიონალმა შემსრულებლებმა რეგიონების სამუსიკო სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის და ფართო აუდიტორიისთვის, საგანმანათლებლო ლექციებიც ჩაატარეს. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მინისტრის შეხვედრა ბენეფიციარებთან
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა ბენეფიციარებთან-ბესიკ ხაინდრავა
culturegovge culturegovge
შეხვედრა მეუფე იაკობთან
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა მუსიკოს ლიზი რამიშვილთან
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა მოჭიდავეებთან
პირველი არხი სპორტი
მინისტრის შეხვედრა მოჭიდავეებთან
msy georgia
მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა ეროვნულ ნაკრებთან
GFF • Georgia