მინისტრის შეხვედრა ბენეფიციარებთან
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან გრძელდება. შემდეგი პროექტი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალია. ამ პროექტთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობის წევრს, მწერალ ზვიად კვარაცხელიას შეხვდა. წიგნის ოთხდღიანი საიუბილეო ბაზრობა წელს, "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში ჩატარდა და მასში 80-მდე გამომცემლობა, წიგნის სადისტრუბუციო კომპანია, მაღაზია და საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში შედგა ახალი წიგნების პრეზენტაციები და მწერალთა კითხვები, როგორც მთავარ სცენაზე, ისე გამომცემლობების სტენდებთან; გაიმართა ლიტერატურული პორტალის librivivi.ge-ს პრეზენტაცია; შედგა შეხვედრები დათო ტურაშვილთან და ლევან ბერძენიშვილთან. ფესტივალი "პოეზიის ღამით" დაიხურა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რატი ამაღლობელმა, შოთა იათაშვილმა, პაატა შამუგიამ და სხვა თანამედროვე ქართველმა პოეტებმა. სულ ფესტივალის ფარგლებში 50-მდე ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1998 წლიდან იმართება. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მინისტრის შეხვედრა ბენეფიციარებთან
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა ბენეფიციარებთან-ბესიკ ხაინდრავა
culturegovge culturegovge
შეხვედრა მეუფე იაკობთან
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა მუსიკოს ლიზი რამიშვილთან
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა მოჭიდავეებთან
პირველი არხი სპორტი
მინისტრის შეხვედრა მოჭიდავეებთან
msy georgia
მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან
culturegovge culturegovge
მინისტრის შეხვედრა ეროვნულ ნაკრებთან
GFF • Georgia