გურამ ოდიშარია ფილმის „შინდისის გმირები" იდეის ავტორსა და რეჟისორს ედმონ მინაშვილს შეხვდა.

09/11/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან გრძელდება. „სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან\" - პროექტის მიზანია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერის შედეგად განხორციელებული ღონისძიებების ერთგვარი ანგარიში, მიღწეული წარმატებების აღნიშვნა და ფართო საზოგადოების ინფორმირება. შემდეგი პროექტი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „შინდისის გმირების \" გადაღებაა.
11 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ფილმის „შინდისის გმირები\" იდეის ავტორსა და რეჟისორს ედმონ მინაშვილს შეხვდა.
მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „შინდისის გმირები\" ასახავს გორის რაიონის სოფელ შინდისში მომხდარ 17 ჯარისკაცის გმირობის ისტორიას, რომლებიც 11 აგვისტოს მოვალეობის შესრულების შემდეგ დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდნენ. რუსეთის არმიასთან ბრძოლაში ჩვიდმეტივე ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა. მათ ერთი საათის განმავლობაში ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის ბატალიონს და სხვა ქართველი ჯარისკაცების გადარჩენა შეძლეს.
ფილმის შემოქმედებით ჯგუფს შორის არიან: დამდგმელი რეჟისორები - ედმონდ მინაშვილი და ზურა პოპიაშვილი; ფილმის კონსულტანტი რეზო ჩხეიძე; სცენარის ავტორი ირაკლი სოლომანაშვილი; მუსიკა - პირველი ნაწილი გია ყანჩელი, მეორე ნაწილი - ნიაზ დიასამიძე და ა.შ.
ოქტომბრის ბოლოს ფილმი „შინდისის გმირები\" საქართველოს ყველა კინოთეატრში იქნება ნაჩვენები.


http://www.culture.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან