SNOOP DOGG შავი ზღვის IX ჯაზ-ფესტივალზე

07/27/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

26 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ცნობილი ამერიკელი მომღერლის, მსახიობის და შოუ-მენის SNOOP DOGG - ის კონცერტი გაიმართა.

30 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილი - ცნობილი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და შოუ-მენი SNOOP DOGG საკუთარი ცხოვრების სტილისა და საქმიანობის გამო დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1993 წლიდან დღემდე, მომღერალს სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებთან ერთად 13 ალბომი აქვს გამოშვებული. SNOOP DOGG-ის კარიერაში, მის ყველაზე წარმატებულ ალბომად „დოგი-სთაილი“ ითვლება, რომლის 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი გამოსვლისთანავე გაიყიდა. გრემის ჯილდოს 16 გზის ნომინანტი ამერიკელი მომღერალი მუსიკის გარდა, სხვადასხვა სფეროშიც აქტიურად მოღვაწეობს. მის მფლობელობაშია კომპანია „Uncle Snoop’s Army“, რომელიც მსოფლიოს სხადასხვა წერტილში მასშტაბურ ივენთებს უწევს ორგანიზებას. მომღერალს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ფილმში და აქვს საკუთარი ფილმწარმოების კომპანიაც. 2015 წლის მაისში გამოვიდა SNOOP DOGG-ის მე-13 ალბომი სახელწოდებით “BUSH”, რომელმაც მეექვსედ მოუტანა პირველი ადგილი ამერიკულ და ევროპულ R\u0026B ჩარტებში. ალბომის პროდუსერია ფარელ ვილიამსი. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს სტივი ვანდერმა, ჩარლი ვილსონმა და სხვა ცნობილმა მუსიკოსებმა.




http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან