მზადება შავი ზღვის რიგით IX ჯაზ-ფესტივალისთვის
23-26 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით IX შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი ჯაზ-შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. 2015 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: GEORGE CLINTON \u0026PARLIAMENT FUNKADELIC, LIV WARFIELD feat. the NGP HORNZ, LISA STANSFIELD, SNOOP DOGG. ბათუმი არის აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქალაქი, რომელსაც SNOOP DOGG თავისი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ფესტივალის ფარგლებში, კლუბ „Take Five”-ში ბენდთან ერთად კონცერტებს გამართავს წარმატებული ქართველი ჯაზ-პიანისტი გიორგი მიქაძე. ბენდის შემადგენლობაშია ცნობილი ამერიკელი DJ, ჰიპ-ჰოპერი, ბერკლის პროფესორი და Okayplayer-ის არტისტი ბრაიან რაიდერ ელისი (Brian "Raydar" Ellis). გიორგი მიქაძე მსმენელს სრულიად ახალ, მულტიჟანრულ პროექტს წარუდგენს სახელწოდებით „GIORGI MIKADZE \u0026 NYC GROOVE ALIENS Feat. DJ RAYDAR ELLIS“. პროექტში ჯაზის, ფანკის, სოულის, ფიუჟენისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტებია გაერთიანებული. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მზადება შავი ზღვის III ღია ჩემპიონატისთვის
სხვა შუადღე
ხელბურთის საბავშვო ფესტივალი ბათუმში
მაუწყებელი • Mautskebeli
ნატოს მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 20:00 საათზე - 15 აგვისტო, 2022 წელი
TV IMEDI
#BMGLIVE #FORBESკვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად / 09.04.2023
ყველაზე უცნაური საჭმელი მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
„შავი ლომის“ მზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster