შავი ზღვის IX ჯაზ-ფესტივალი

15.04.2015 03:36

23-26 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით IX შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც, ტრადიციულად, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავები. ჯაზ-ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: George Clinton Parliament Funkadelic, Liv Warfield feauturing the NGP Hornz, Lisa Stansfield, Snoop Dogg. კონცერტები 4 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ „NEW YORK BRASS BAND“ -ის კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში კლუბ „Take Five’’-ში თავის ბენდთან ერთად კონცერტებს გამართავს ნიუ-იორკში მოღვაწე წარმატებული ქართველი ჯაზ-პიანისტი გიორგი მიქაძე. ბენდის შემადგენლობაში შედის ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი და აღიარებული DJ, ჰიპ-ჰოპერი, Berklee College Of Music-ის პროფესორი და Okayplayer-ის არტისტი Brian "Raydar" Ellis-ი. გიორგი მიქაძე მსმენელს წარუდგენს სრულიად ახალ, მულტიჟანრულ პროექტს, სახელწოდებით „GIORGI MIKADZE \u0026 NYC GROOVE ALIENS Feat. DJ RAYDAR ELLIS“, რომელშიც გაერთიანებულია ჯაზის, ფანკის, სოულის, ფიუჟენისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტები. ფესტივალის პროგრამა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://blackseajazz.ge http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: