ლივ ვორფილდი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე
24 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე 34 წლის ამერიკელი მუსიკოსის ლივ ვორფილდის (LIV WARFIELD feat. the NGP HORNZ )კონცერტი გაიმართა. მომღერალი ცნობილია ძლიერი ხმითა და დაუვიწყარი პერფორმანსებით. LiV WarfFeld-ის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს შემსრულებლებმა: Nina Simone, Etta James, Tina Turner, Sade, Mary J. Blige. მისი პირველი ალბომი იყო “Embrace Me”, რომელიც 2006 წელს გამოვიდა. მოგვიანებით, ლივ ვორფილდი გახდა პრინცის ჯგუფის „New Power Generation“ წევრი და მონაწილეობა აქვს მიღებული მის ელექტრონულ ლაივ შოუში “NPG Hornz“. ვორფილდის მეორე ალბომის პროდიუსერი 2014 წელს სწორედ პრინცი იყო. ამავე წელს ლივ ვორფილდმა მუსიკალური შოუს „Soul Train“-ის ჯილდო მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ახალი მუსიკოსი“. 23-26 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით IX შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი მიმდინარეობს, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი ჯაზ-შემსრულებლები იღებენ მონაწილეობას. კონცერტები 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. 2015 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: GEORGE CLINTON \u0026PARLIAMENT FUNKADELIC, LIV WARFIELD feat. the NGP HORNZ, LISA STANSFIELD, SNOOP DOGG. ბათუმი არის აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქალაქი, რომელსაც SNOOP DOGG თავისი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ფესტივალის ფარგლებში, კლუბ „Take Five”-ში ბენდთან ერთად კონცერტებს მართავს წარმატებული ქართველი ჯაზ-პიანისტი გიორგი მიქაძე. ბენდის შემადგენლობაშია ცნობილი ამერიკელი DJ, ჰიპ-ჰოპერი, ბერკლის პროფესორი და Okayplayer-ის არტისტი ბრაიან რაიდერ ელისი (Brian "Raydar" Ellis). გიორგი მიქაძე მსმენელს სრულიად ახალ, მულტიჟანრულ პროექტს წარუდგენს სახელწოდებით „GIORGI MIKADZE \u0026 NYC GROOVE ALIENS Feat. DJ RAYDAR ELLIS“. პროექტში ჯაზის, ფანკის, სოულის, ფიუჟენისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტებია გაერთიანებული. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ლივ
Flomen Mendoza
ლეიკემია განაჩენი აღარ არის
Liv Hospital Georgia
ლივ ტაილერი ტრანსცენდენტული მედიტაციის შესახებ
Transcendental Meditation Georgia
ლივ შრაიბერის უკრაინული ფესვები
ამერიკის ხმა
ლივ შტაინი - გენერალური რეპეტიცია
Cxeli Shokoladi
სტუმრად ლივ ჰოსპიტალში
Liv Hospital Georgia
თეატრი "პალომა" სპექტაკლი "ლივ შტაინ" | Tamara Tabatadze
Lisa Lisa
ბათუმში შეკრებილი თაყვანისმცემლების წინაშე ამერიკელი მომღერა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster