შავი ზღვის რიგით IX ჯაზ-ფესტივალი

31.03.2015 03:16

31 მარტს, “თიბისი გალერეაში” გაიმართა შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია, რომელსაც გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და „ისთერნ პრომოუშენს“-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე. ღონისძიებაზე ცნობილი გახდა წლევანდელი, შავი ზღვის რიგით IX ჯაზ-ფესტივალის მონაწილე უცხოელი შემსრულებლების ვინაობა. პრესკონფერენციაზე ასევე გამოცხადდა კონკურსი ყოველწლიური შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის არტ-პოსტერის შესაქმნელად, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება - TBC STATUS-ი (ფესტივალის წარმომდგენი) აცხადებს. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: