შეწყალების საქმის გამოძიება


შეწყალების სკანდალური აქტის საქმეზე ხვალ გამომძიებლების კითხვებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე უპასუხებს. საუბარია ანგი ხუციშვილზე, რომლის გვარი მედიასთან პირველად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ახსენა. მოწმის სტატუსით უკვე დაიკითხა დიმიტრი გაბუნია, რომელიც შეწყალების პროცესთან შემხებლობას კატეგორიულად გამორიცხავს. ღირსებისა და პატივის შელახვისთვის გაბუნია თავადაც აპირებს საჩივრის მომზადებას.

საზოგადოების ვნებათაღელვა და პროტესტი პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს გაცემულ შეწყალების აქტს უკავშირდება. შედეგად მკვლელობებისთვის გასამართლებულმა სამმა პირმა ციხე შეწყალებულის სტატუსით დატოვა, შეწყალებულთა სიაშია ერთი ძებნილიც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან