20 ივნისის აქცია - პოლიტიკური შეფასებები
შეწყალების აქტის გარდა საზოგადოება კიდევ ერთი გახმაურებული საქმის გამოძიების შედეგებს ელოდება. 20-21 ივნისის მოვლენებს გენერალური პროკურატურა ამ დრომდე იძიებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის გამოჩენით დაწყებული პროტესტი, რომელიც მალევე გასცდა საკანონმდებლო ორგანოს კედლებს და მასობრივ აქციაში გადაიზარდა, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა, შეტაკებები, აქციის დაშლა და ათეულობით დაზარალებული მოქალაქეებს და პოლიციელებს შორის, - სამი თვის თავზე ოპოზიციის მთავარი კრიტიკის სამიზნე შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი და ახლა უკვე პრემიერი, გიორგი გახარიაა. ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ არ დამდგარა იმ სამართალდამცავების პასუხისმგებლობა, რომლებმაც აქციის მონაწილეებს დაშლის დროს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიაყენეს. ბოლო მონაცემებით, ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, სამ სამართალდამცველს კი ბრალი აქვს წარდგენილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პარტია „გირჩის“ ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განცხადებები დაგეგმილ აქციაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ აფასებს 20 ივნისის მასშტაბურ აქციას პოლიტიკური სპექტრი
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის მოვლენები, ზოგადად არის ძალიან მ...
TV IMEDI
„ივნისის მოვლენების დროს იყო ამის რეალური საფრთხე, ამის რისკ...
TV IMEDI
მწვავე პოლიტიკური განცხადებები სესიაზე
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ლევან ჯიქური 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
TV IMEDI
არჩილ თალაკვაძე: ძალიან სამწუხარო იყო, რაც 20 ივნისს მოხდა
TV IMEDI