დამოუკიდებლად კანდიდატების მონაცემების შემოწმება დასრულდა


საინიციატივო ჯგუფის, ანუ დამოუკიდებლად დარეგისტრირებული 10 კანდიდატის მხარდამჭერების მონაცემების შემოწმება დღეს დასრულდა. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „თანამგზავრთან\" ნომერ მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ გააკეთა. რაც შეეხება პარტიულ სიებს, დავით მკალავიშვილის თქმით, ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს მათ ოლქში რეგისტრაციისთვის, ჯერჯერობით, არ მიუმართავს. პოლიტიკური პარტიების დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 16 მაისს იწურება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1nhEaFN

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან