ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა
აფხაზეთში მცხოვრებთა ნაწილს უკანონოდ შეზღუდული უფლება აღუდგინეს. ერთი წლის ჩაკეტილი ენგურის ხიდის ე.წ. გადასასვლელი გახსნილია, თუმცა პირველ ეტაპზე მხოლოდ გარკვეული კატეგორიისთვის. ესენი არიან პენსიონრები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები და ხანდაზმულები. ეს ნიშნავს, რომ ამ კატეგორიის ადამიანები პენსიების ასაღებად და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას უპრობლემოდ შეძლებენ. რამდენიმე მათგანმა ამ უფლებით უკვე ისარგებლა. რაც შეეხება დანარჩენ მოსახლეობას, ოფიციალური თბილისი განაგრძობს საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებას, რათა გადაადგილების უკანონოდ ჩამორთმეული უფლება დანარჩენ მოქალაქეებსაც აღუდგეთ. თამუნა წიკლაური გაგვაცნობს იმ კოვიდ-რეგულაციებს, რომელთა გავლა აფხაზეთიდან გადმოსულ პირებს მოუწევთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ენგურის ხიდი გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინის დამატებით 150 000 დოზა საქართველოს / ე.წ. გადასასვლ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგავების ოჯახმა ენგურის ხიდზე ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთან მის...
Radio Atinati
დევნილი: მირჩევნია აფხაზეთში მომკლას ტყვიამ, ვიდრე ზუგდიდში...
Radio Atinati
ენგურის ხიდზე დაკავებულების ოჯახის წევრებთან გამგებლის მოადგ...
Radio Atinati
საინფორმაციო სესია და 50-ე შერეული შეხვედრა გალში
Radio Atinati
განათლების მინისტრის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგავების ოჯახის წევრი სამართალდამცავებმა ენგურის ხიდზე დააკ...
Radio Atinati