ვაქცინის დამატებით 150 000 დოზა საქართველოს / ე.წ. გადასასვლელის გახსნა ენგურზე #LIVE

11.02.2021 55:30

• ე.წ. გადასასვლელის გახსნა ენგურის ხიდზე და რეგულაციები, რომლის დაცვაც ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს მოუწევთ - თითქმის ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ აფხაზეთში მცხოვრებთა ნაწილს უკანონოდ შეზღუდული უფლება აღუდგა; საოკუპაციო ხაზზე ორმხრივად გადაადგილებას ხვალიდან ხანდაზმულები, პენსიონერები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები შეძლებენ; • კონგრესმენების მიერ მომზადებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი და მკაფიო მოწოდებები რუსეთის მიმართ - აშშ საქართველოსადმი საკუთარ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ, მორიგი დოკუმენტით დაადასტურებს; კანონპროექტის ავტორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებენ და ინიციატივით გამოდიან, ადამიანის უფლებების დამრღვევი, ან მათთან დაკავშირებული პირები სანქციებს დაექვემდებარონ; • საქართველო კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მარტის დასაწყისში მიიღებს - უსაფრთხო ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება; ვაქცინაციის პროცესის სწორად წარმართვაში საქართველოს ევროკავშირი დაეხმარება; პროექტი, რომლის ღირებულებაც 40 მილიონი ევროა, მხოლოდ ექვს ქვეყანაში განხორციელდება; • თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში - ალექსანდრე კობერიძის სურათი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ სხვა 14 საკონკურსო ნამუშევართან ერთად „ოქროს დათვის“ მოსაპოვებლად იბრძოლებს; ახალგაზრდა მამაკაცისა და ქალის ისტორია ქართველი რეჟისორის ნამუშევარში და ინტერვიუ ალექსანდრე კობერიძესთან, რომელსაც საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: