#23. თუშეთის გზაზე (უღელტეხილი) - #23. Tusheti Road (Pass)
ვიდეობლოგი #23, საავტორო პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო". მეგობრებთან ერთად გავყევით გზას „ფშაველი - აბანო - თუშეთის უღელტეხილი“ და პროექტი „საქართველო ჩვენს გარშემო“ გამდიდრდა კიდევ ერთი, #23-ევიდეობლოგით. თავისთავად წინამდებარე ვიდეო იმდენად ლამაზი ბუნების ხედებით არის გაჯერებული, რომ შეიძლებოდა აქვე მოკლედ, რამდენიმე სტრიქონით შემოვფარგლულიყავი და მეტი არაფერიც აღარ დამეწერა. და მართლაც, ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი წერის სტილი, ემოციური აღტაცებული, ენერგიული, სავსე მეტაფორებით შედარებებით და ჰიპერბოლებით, საქართველოს და ყოველივე ღირსეული ქართულის განდიდებით - ცოტა გადაჭარბება ხომ არ არის, და იქნება მივანდო-თქო უფრო მეტი მაყურებელს, მივცე მას მეტი სივრცე დამოუკიდებლად იფიქროს და იმსჯელოს, თავად განსაჯოს და გაარჩიოს თეთრი და შავი, ფერი და უფერულობისა, ავიც და კარგიც. რა თქმა უნდა, ისიც ფაქტია, რომ თავად თუშეთი და ყველაფერი, რაც ამ მხარეს უკავშირდება, დღეს უკვე გახდა ამაყი და სათუთი სილამაზის სიმბოლო და უბრალო მინაწერიც კი ფოტოსა და ან ვიდეოზე ხშირად სავსებით საკმარისია ხოლმე. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, ის, რასაც მე ვწერ ლექსად, სიმღერად თუ ვიდეოჩანახატების აღწერილობად, ეს არაა ლიტონი სიტყვები, ეს არაა სიტყვა სიტყვისთვის. ეს ჩემი ემოციების სიტყვიერი გამოხატულებაა, სურვილია ყველას ვაჩვენო და მაქსიმალურად მეტი რაოდენობის თანამემამულეს გავუზიარო რა სამშობლო გვაქვს - ლაღი, ხელი ხელით საგოგმანები, ბრძოლებითა და სისხლით მოტანილი, რამდენი თავგანწირვის შედეგია ეს ენითაღუწერელი სიმდიდრე, რაც გაგვაჩნია. დიახ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვწერ აღტაცებულ აზრს, ვიყენებ ლიტერატურულ სვლას მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო მეტად დავაფასოთ ჩვენი, უფრო მეტად მოვეფეროთ ჩვენსას, უფრო მეტად პატივი შევასხათ მშობლიურს და ერთმანეთს. ასე რომ, ჩემო თბილო და ნათელო ხალხო, გისურვებთ ამ ვიდეორგოლის ტკბილ და სასიამოვნო ნახვას, სადაც ნაჩვენებია ჩვენი კალმით ნახატი თუშეთის გზა. დანარჩენი თქვენზეა - მოიწონეთ და აქტიურად გააზიარეთ ეს ვიდეობლოგი! უფალი გფარავდეთ! გამოყენებული მუსიკა: 1. ანსამბლი „გეორგიკა“ კომპოზიცია „თუშური მელოდიები“. 2. ანსამბლი „ურმული“ სიმღერა „შატილის ასულო“. #თუშეთი #თუშეთისგზა #თუშეთისმეცხვარე #თუშეთისგზაზე #უღელტეხილი #აბანო #ფშაველი #სვიანა #თუშეთში
Soso Mikeladze Official-ის სხვა ვიდეოები
#6. რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი ("შიოს მარანი"...
#4. ნეკრესის მონასტრის მშვენება - #3. Nekresi Mona...
#21. კონდამიანის გამოქვაბულები - #21. Kondamiani C...
#13. ვანთის სასახლე - #13. Remains of Vanta Palace...
#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქა...
#5. ალავერდი და კვეტერა - #5. Alaverdi, Kvetera (პ...
#17. ელვა და ღამე - #17. Thunder\u0026Night (პროექ...
გადაღება, რომელიც საოცარი შემთხვევით დასრულდა (პრო...
მსგავსი ვიდეოები
უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი პროექტი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თუშეთის გზის რეაბილიტაცია იწყება
telekompania gurjaani
არქივი: ანსამბლი "თუშეთი" (1987 წელი) / Ensemble "Tusheti" G...
ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs
ვიზიტი თუშეთში
culturegovge culturegovge
ცხენები და ჩემი ცხოვრება (I ნაწილი)
Soso Mikeladze - Laboratory
დაშვება ჭაუხებიდან ჯუთამდე, საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო თრ...
Levan Paitchadze