Here and nowhere else | აქ, ან არსად | Chai Khana

12/09/2018
Chai Khana-ის მიერ

A new generation of Russians is moving to Georgia, especially to the capital Tbilisi. They are coming in growing numbers despite the fact that they face extra social handicaps as Russian citizens: the legacy of Russia's aggression in Georgia has left a residue of tension even though the two peoples remain close.

Author: Anna Sarukhanova
---
საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული რუსი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. რატომ ყიდიან საკუთარ სახლებს რუსები და ტოვებენ საყვარელ ადამიანებს იმისათვის, რომ საქართველოში იცხოვრონ? ქვეყანაში, რომელიც რუსი მოქალაქეებისთვის არამეგობრულ გარემოდ მიიჩნევა.

ფილმი ჰყვება რუსი „ემიგრანტების” ისტორიას, რომლებიც საქართველოში ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ. ზოგიერთი მათგანი თბილისში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა, სხვები კი უკვე წლებია რაც საქართველოში ცხოვრობენ. ბიზნესი გუდაურში, ახალი ტიპის გასართობი დაწესებულება თბილისში, ფეხსაცმელების ბიზნესი, ბარებისა და ჰოსტელების მენეჯმენტი - ეს ის საქმოანობებია, რომლითაც რუსები ახალ ქვეყანაში დაკავდნენ.

ახალ ცხოვრებასთან ერთად საქართველოში ასიმილირების, ენისა და ქართული კულტურის სწავლის სურვილი აქვთ. საქართველოს რუსი მაცხოვრებლები ჰყვებიან, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის დროს და აქვს თუ არა გავლენა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას მათ ცხოვრებაზე.

ავტორი: ანნა სარუხანოვა

More from Chai Khana:
Website: https://chaikhana.media/en
Facebook: https://www.facebook.com/chaikhana.media
Twitter https://twitter.com/ChaiKhanamedia
Instagram https://www.instagram.com/chaikhaname...